logo
ENG



პესკოვის თქმით, რუსული ჯარების გაყვანა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან "შეუძლებელია"

28 ნოე 202214:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/28/4z9em2fgavf9gbx.jpg

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსული ჯარების გაყვანა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან "შეუძლებელია".

"არ არის საჭირო რაიმე ნიშნების ძიება [რუსული ჯარების ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან გაყვანასთან დაკავშირებით] ისინი არ არსებობს და ვერც იარსებებს", - თქვა კრემლის პრესსპიკერმა.

პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი "მიესალმება ვატიკანის ნებას" გახდეს შუამავალი ომში, მაგრამ მისი თქმით, უკრაინისთვის ასეთი პლატფორმა, სავარაუდოდ, არ იქნება მოთხოვნადი.

"ენერგოატომის" ხელმძღვანელის, პეტრ კოტინის განცხადებით, არსებობს ნიშნები, რომ რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან გასვლისთვის ემზადებიან.

რომის პაპმა, ფრანცისკემ თქვა, რომ ვატიკანი მზად არის ყველაფერი გააკეთოს შუამავლობისთვის და დაასრულოს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის.


close დახურვა